რეზონანსი
14.02.2020

ქარ­თველ ექი­მებს, არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში, კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტი ადა­ნა­შა­უ­ლებს. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე აცხა­დებს, რომ ურო­ლოგ­მა და ონ­კო­ლოგ­მა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ისე და­უ­ნიშ­ნა, რომ მის ორ­გა­ნიზ­მში არც სიმ­სივ­ნე და არც მე­ტას­ტა­ზი არ იყო. გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძემ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის სამი კურ­სი ჩა­ი­ტა­რა (15 გა­დას­ხმა), რის შემ­დე­გაც სამ­კურ­ნა­ლოდ საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. საფ­რან­გე­თის წამ­ყვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ექი­მებ­მა სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ უთხრეს, რომ იგი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო.

„თა­ვი­დან ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა და ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურო­ლოგ­თან მი­ვე­დი. იქ მი­თხრეს, სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ციო ხარო და გა­მიშ­ვეს თბი­ლის­ში. თბი­ლის­შიც იგი­ვე პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე, რომ მქონ­და სა­თეს­ლე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე და სა­ო­პე­რა­ციო ვი­ყა­ვი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დი­აგ­ნოზს არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. და­მი­ნიშ­ნეს ქი­მი­ო­თე­რა­პია და სამი კურ­სი ჩა­ვი­ტა­რე - სა­ერ­თო ჯამ­ში, 15 გა­დას­ხმა. ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და, დავ­სივ­დი მთლი­ა­ნად, თმე­ბი და წარ­ბე­ბი დამ­ცვივ­და და ა.შ. სამი კურ­სის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სიმ­სივ­ნე შემ­ცი­რე­ბუ­ლია ზო­მა­შიო და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც მომ­ცეს.

"დე­დე­ბის ფონ­დის" დახ­მა­რე­ბით, საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და იქ ორ სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წამ­ყვან­მა ექი­მებ­მა შე­მა­მოწ­მეს, ჩა­მი­ტა­რეს ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა და მი­თხრეს, რომ არა­ნა­ი­რი სიმ­სივ­ნის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და ჩემს ორ­გა­ნიზ­მში, რომ ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი გამ­ხა­რე­ბო­და თუ არა. რომ გა­ვი­გე, თურ­მე, სიმ­სივ­ნე არ მქონ­და შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა მეგ­რძნო. გაბ­რა­ზე­ბა, სი­ხა­რუ­ლი და ყვე­ლა ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო შეგ­რძნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­მე­უფ­ლა.

ჩა­მო­ვე­დი ჩემი ახა­ლი პა­სუ­ხე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­ვა­კი­თხე ჩემს ქარ­თველ მკურ­ნალ ექი­მებს, მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­კე­თებ­დნენ ქი­მი­ებს, მა­შინ რო­დე­საც სიმ­სივ­ნე არ მქონ­და. ისე­თი პა­სუ­ხე­ბი გამ­ცეს, აზრი ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე.

რო­გორც გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე აცხა­დებს, სურს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­მარ­თლებ­რივ გზას მი­მარ­თოს, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა მის ოჯახს ამ ეტაპ­ზე არ შე­უძ­ლია.

ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×