რეზონანსი
14.02.2020

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი უმძიმეს სენს ებრძვის. იგი უკვე რამდენიმე თვეა ავთვისებიან სიმსივნეზე მკურნალობს. ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა მისი მდგომარეობა უცვლელია.

"სისუსტე მქონდა, მივედი ნევროპათოლოგთან და მან დამინიშნა მკურნალობა. გამაგზავნეს ფსიქოთერაპევტთან. მანაც 8 თვე მიმკურნალა და შედეგი არ იყო. მერე შემთხვევით ენდოკრინოლოგთან მივედი. ფარისებრ ჯირკვალში აღმომაჩნდა 15-მილიმეტრიანი კვანძი. ეს აღმოჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. 

სექტემბერში გავიკეთე ოპერაცია, შემდეგ ოქტომბერში თერაპიული კური და ამის მერე ვეღარ დავდექი ფეხზე. დღეს ისე ცუდად ვიყავი, ამ დროს იმედი საქმე მაქვს, რომ მიჭირს სიარული, ფეხები მაქვს დასიებული, მაღალი წნევები... ეს რა დამემართა, რა მეტაკა, არ ვიცი პირდაპირ", - განუცხადა "პალიტრავიდეოს" თამაზ ელიზბარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×