რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) "მე ქართულ პოლიტიკაში არვის მიმართ არ მაქვს სიმპათია" - ამის შესახებ, "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, "კავკასიის" ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას განაცადა.

გუბაზ სანიკიძე, ოპოზიცის მიერ 4 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, დიდ აქციას თან ერთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც საინტერესოა.

"დიდ აქციას სჭირდება მომზაება, ვინც იცის აქციები როგორ მზადდება და რანაირად მზადდება. თბილისის რესურსი ამას რომ არ ყოფნის ვხედავთ. ამიტომ აქცას, ძვირფასო, მეგობრებო, სჭირდება მომზადება. თვითონ პროცესია ძალიან საინტერესო აქციის მომზადების, როდესაც დადიხარ შეხვედრებზე",-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მისივე თქმით, მას ქართულ პოლიტიკაში არავის მიმართ არ აქვს სიმპათიები, მათ შორის არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

"რაც შეეხება ჩემს სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არანაირი სიმპათიები არ მაქვს. მეტიც, მე ქართულ პოლიტიკაში არვის მიმართ არ მაქვს სიმპათია. მე ვმოქმედებ მხოლოდ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე. თორემ, სიმპათიები მე მაქვს ნათესავების, მეგობების, ახლობლების მიმართ. პოლიტიკაში სიმპათიებით და ანტიაპათიებით ვინც მოქმედებს ის ღუპავს და ანგრევს ქვეყანას", - დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×