თამთა ჩაჩანიძე
14.02.2020

რუსეთში, ორენბურგის ოლქის დაბა აკბულაკში სამხედრო დაკრძალვა გაიმართა, გავრცელბული ინფორმაციით, გარდაცვლილი შესაძლოა ლიბიაში მებძოლი დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის" წევრი იყოს, ამის შესახებ „ბი-ბი-სი-ს" რუსულენოვანი ბიურო იტყობინება.

დაღუპულ ჯარისკაცის გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი დილის 11:00 საათზე ოლქის კინოთეატრ „კოლოსში" გაიმართა, რომელიც რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან ახლოს მდებარეობს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცის ცხედარი ორენბურგის ოლქში მოსკოვიდან ხუთშაბათს გადაასვენეს.

6 თებერვალს ოლქის ადგილობრივმა გაზეთმა „ორენგრადმა" დაწერა, რომ აღნიშნული ჯარისკაცი მონაწილეობას ლიბიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში იღებდა,გაზეთისვე ცნობით, იგი სავარაუდოდ, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დაქირავებული სნაიპერი იყო.

გამოცემის ცნობით, ეს სამხედრო აფრიკულ ქვეყანაში ყალბი საბუთებით მოქმედებდა.

ამ საკითხზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ოქტომბერში ლიბიაში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ბრძოლის დროს გარდაიცვალა 55 წლის რუსი ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი ევგენი ილუბაევი, რომელიც ასევე დაქირავებულ რუს მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერის" წევრი იყო.

საერთაშორისო კონფლიქტში, სადაც კრემლს თავისი ინტერესები აქვს, რუსეთის რეგულარული არმიის გარდა დაქირავებული მებრძოლებიც მონაწილეობენ, „ვაგნერი" არაოფიციალური შეიარაღებული ჯგუფია, რომლის უკან რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი დგას.

„ვაგნერის" დაქირავებული ჯარისკაცები აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებენ, მათ შორის არიან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი, ლიბია, მადაგასკარი, ანგოლა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, მოზამბიკი, ზიმბაბვე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, გავრცელებული ცნობებით, „ვაგნერმა" საომარ მოქმედებებში მონაწილეობა დონბასა და სირიაშიც მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×