რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

როგორც რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება.

„შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, „საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ", - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×