რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი საზოგადოებრივი აბაზანის სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს. ამის ინფორმაციას DailyMail ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჩინოვნიკი, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა. მან დაარღვია საკარტანტინო წესები და საზოგადოებრივ აბანოს ესტუმრა, რის გამოც მას უკიდურესი სასჯელი მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინოვნიკი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახვრიტეს, ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეას ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ დაუდასტურებია.

ბოლო მონაცმებით, მომაკვდინებელი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 65 000-მდე ადამიანს მიაღწია, 1380 კი უკვე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×