რეზონანსი
14.02.2020

ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა. უხვმა ნალექმა და ქარბუქმა მაღალმთიან აჭარის საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. გზების გაწმენდის სამუშაოები, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, დილიდან განახლდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ძირითად პრობლემად შიდა სასოფლო გზებზე არსებული ნალექი რჩება. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. აჭარის მაღალმთიან რაიონში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბებია შექმნილი. თოვლის საფარი აჭარის მაღალმთიან სოფლებში მეტრ ნახევარს აღემატება.

"თოვლის საფარი დაახლოებით 1,5 მეტრს აღწევს, თუმცა მობილიზებულია ყველა სამსახურები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე აჭარის საგზაო დეპარტამენტი და ასევე ცენტრალურ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×