რეზონანსი
13.02.2020

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ 2020 წლის თებერვლიდან სოფელ წნელისთან საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფის გააქტიურების შესახებ იუწყება. დე ფაქტო უწყების ცნობით, აღნიშნული გამოიხატება ყოველდღიურ პატრულირებაში პოლიციის გაძლიერებული განაწესით, სათვალთვალო პოსტების საიჟინრო მოწყობის გაგრძელებაში და უპილოტო საფრენი აპარატებით ოპტიკური და საჰაერო დაზვერვაში. ამის შესახებ დეფაქტო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო „რესი" იუწყება.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ავლენს პათოლოგიურ ქმედუუნარობას, მოიძიოს და იპოვოს კომპრომისული საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ფონზე და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში" ,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×