რეზონანსი
13.02.2020

ევროპარლამენტში სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე ვერშეთანხმების გამო ამბობს, რომ "ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი ძალიან სუსტი იყო და არ ასახავდა არსებულ ვითარებას. ევროპარლამენტარის კომენტარს იმედინიუსი ავრცელებს.

როგორც იუკნევიჩიანე ამბობს, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.ახლა ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

წყარო: "ონ.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×