
(რეზონანსი) "ივანიშვილის აზრით, პრემიერი არის მისი პირადი თანაშემწე სამეურნეო საკითხებში", - ამის შესახებ განცხადებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აკეთებს.
"ჩვენი ქვეყნის მმართველობის მოდელი ანუ კონსტიტუციური მანკიერება, გულისხმობს იმას, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის გაგებით, პრემიერი არის ე.წ მოურავი, რომელმაც უნდა მიხედოს თავის საქმეს და პოლიტიკა მისი საქმე არაა. ივანიშვილის აზრით, პრემიერი არის მისი პირადი თანაშემწე სამეურნეო საკითხებში.
სხვა დროს კი გაუკეთებია განცხადებები, მაგრამ ნელ-ნელა "მოიყვანეს ჭკუაზე" - როცა დაგავალებენ პოლიტიკაში მაშინ ჩაერიეო, იქამდე კი იჯექი შენთვის წყანარადო, ამას ეუბნებიან. თუმცა, აქამდე ცდილობდა ილუზია ჰქონოდა, რომ პოლიტიკაში უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მერე აუხსნეს, რომ ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი. ის, რომ გახარია გამოვიდეს და თავის განცხადებები აკეთოს, ეგრე სად არის?! - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.