რეზონანსი
13.02.2020

 (რეზონანსი) გიგი უგულავას პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ოდითგანვე საინტერესოა, ის ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია გახლდათ, რომელსაც წლების წინ დაშორდა და ლელა კილაძეზე იქორწინა, თუმცა ის ახლა თავისუფალი მამაკაცია, რომელსაც ორი ოჯახი აქვს დანგრეული და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში არავინ იცის.

გიგი უგულავას მეორე ოჯახი პატიმრობისას დაენგრა, მაშინ როცა ქალაქის ყოფილი მერი, სასჯელს იხდიდა ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა. გიგის და ლელას საერთო შვილიც ჰყავს. პატარა ალექსანდრე, რომელიც ნიუტონის სკოლაში სწავლობს, ის ხან დედასთან არის, ხან მამასთან.

გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს. ტასო და თინა უგულავები. გოგონები მამის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.

ტასო უგულავა 2000 წელს დაიბადა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოხვდა, როცა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ითამაშა.

ქალაქის ყოფილი მერის უმცროსი ქალიშვილი, თინა უგულავა მეექვსე საავტორო სკოლაში სწავლობს. ამავე სკოლის მოსწავლე იყო, მისი უფროსი ქალიშვილიც ტასო უგულავა. ტასომ სწავლა გასულ წელს დაამთავრა და ახლა საფრანგეთში სწავლობს. ის კინოხელოვნებით არის გატაცებული და პროფესიიც ამ მიმართულებით შეარჩია.

გოგონებს, ძალიან უყვართ სპორტი და კარგად დგანან თხილამურებზე. ტასოს და თინას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ დედის, თაკო ცაგურიას მეუღლესთან. რასაც მათ მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს.

ტასო და თინა ყოველთვის ცდილობენ ჩრდილში იყვნენ და ცნობილი მამის შვილობის აფიშირებას არსად ახდენენ.

რეიტინგი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×