რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7 წლიან პატიმრობას ითხოვს. ცნობილია, რომ ამ საქმეზე მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და მხოლოდ 25 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

საქალაქოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა და პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა.

საქმეს სააპელაციო სასამართლოში არა კოლეგია, არამედ ერთპიროვნულად, მოსამართლე ვეფხვია ლომაძე განიხილავს.

"პროკურატურის სარჩელი სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 30 დეკემბერს შევიდა. სხდომა კი 10 მარტს ჩაინიშნა. საქმეს ერთპიროვნულად მოსამართლე ლომიძე განიხილავს. როგორც წესი, მსგავსი მოცემულობის საქმეს პალატა იხილავს, ამიტომ ჩემთვის უცნაურია რომ საქმეს ერთი მოსამართლე იხილაბს.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ნიკანორ მელია იმ ბრალდებაშიც გამართლდეს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ჩვენი სურვილი ეს არის, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვნების გათვალისწინებით, აღარ ვიცი რას უნდა ველოდო. იმ ნაწილშიც კი, რაშიც დამნაშავედ სცნეს მელია საკმარი მტკიცებულებები არ არსებობობს"- აცხადებს ადვოკატი გიორგი მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×