რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) "ზუკა რომ დამიძახებს, მგონია, გიო მეძახის. ხასიათი ზუსტად გიოსი გაუხდა. რაღაცაზე უცებ გაბრაზდება, რაღაც უცებ ეწყინება. ახლა ოჯახზე პასუხისმგებლობა ისევე აიღო თავზე, როგორც გიომ", - ამის შესახებ განცხადებას გიო ხუციშვილის მეუღლე მაია ჯორჯაძე აკეთებს.

თბილისში, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩა დააკავშირებს.

„საკრებულოს და მერიის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ტყემალაძეს, რომელმაც ზუკას ასეთი იდეა შესთავაზა. მერე ქუჩებს ვეძებდით და ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების გამაერთიანებელი ქუჩა ავარჩიეთ. ადრე მანდვე, ახლოს ვცხოვრობდით. გიო რომ ცოცხალი ყოფილიყო, სიხარულისგან გადაირეოდა. წელიწად-ნახევარი გადის და სულ ვგრძნობ, რომ გიო აქ არის.

აქეთ გვაწყნარებდა, ეს ყველაფერი სისულელეა და მოვერევიო. მეც ასე მეგონა.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ისრაელში უნდა გავფრენილიყავით, გადავდეთ და მაინც იმედი ჰქონდა, რომ ცოტა მოგვიანებით წავიდოდა. ბოლომდე მჯეროდა,¬ რომ ავადმყოფობას გადალახავდა. 29 წელი ვიყავით ერთად. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახალ წელსაც ყოველთვის სახლში ხვდებოდა, ერთხელ შეხვდა "მერიოტში", კონცერტი ჰქონდა და მე და ზუკაც წავედით. ბავშვებს ისე არ უყვართ და არ უხარიათ ახალი წელი, როგორც მას უყვარდა. სიურპრიზების გაკეთებაზე ხომ გიჟდებოდა, მით უმეტეს, ახალ წელს", - აცხადებს „კვირის პალიტრასთან" მაია ჯორჯაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×