რეზონანსი
13.02.2020

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტა გახდა.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა. სწავლა სავარაუდოდ, ხვალ აღდგება.

„სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×