რეზონანსი
12.02.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში საბავშო ბაღში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა შენობის სახურავი.

საბავშვო ბაღის შენობის სახურავს ხანძარი დღეს საღამოს გაუჩნდა. შენობიდან აღსაზრდელები ხანძრის გაჩენისთანავე, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×