
ფოთის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საღამოს 7 საათის შემდეგ აღარ დადის, მოსახლეობა აცხადებს, რომ ტრანსპორტს საღამოს საათებში აღარ ელოდებიან.
ტრანსპორტის გაუმართაობის გამო მოსახლეობას ფეხით, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაქსით უწევს გადაადგილება, რაც მათთვის ზედმეტი ხარჯია.
საღამოს საათებში საპორტო ქალაქის ტრანსპორტის გარეშე დარჩენას მძღოლებიც ადასტურებენ. მათი თქმით მძღოლები დაწესებული გრაფიკით მოძრაობენ და 7 საათის შემდეგ მგზავრთა მომსახურება აღარ ევალებათ.
პრობლემებს არ უარყოფენ "ფოთის ქალაქის ტრანსპორტში", კომპანიის ხელმძღვანელობის მტკიცებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები, ელოდებიან ავტობუსების დამატებას და ასევე, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის პირობასაც დებენ.
როდიდან მოემსახურება ფოთელებს ახალი ტრანსპორტი და როგორი გრაფიკით, ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
წყარო: "რუსთავი2"