რეზონანსი
12.02.2020

ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ერთ-ერთი ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

მისივე თქმით, საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ვინაიდან მტკიცებულებები მარიანა ჩოლოიანის მიმართ არ არის. ამ მტკიცებულებებს, თუ არსებითად განსახილველად გადაეცემა, სასამართლო გამოიკვლევს" - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის განცხადებით კი, ბრალდების მხარე მოითხოვს საქმეზე არსებითი განხილვები ჩაინიშნოს. ბრალდებული ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×