რეზონანსი
12.02.2020

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ორსულ ქალს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ კლინიკის პრესამსახურში განმარტავენ. გიორგი ნიორაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან გაგზავნილი ანალზიების შედეგად მიიღეს პასუხი, რომ პაციენტს კორონავირუსი არ ჰქონდა.

„ეს არ დადასტურდა, თუმცა, რა ტიპის ვირიუსი ჰქონდა, ამას დღის ბოლოს დაავადებათა კონტროლი შეგვატყობინებს", - აბობს ნიორაძე.

გარდაცვლილი 5 თვის ორსული ქალი ონიდან იყო. ის თავდაპირველად ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქუთაისში რვა თებერვლის ღამეს გადმოიყვანეს. ცხრა თებერვალს, დილით კი გარდაიცვალა.

მას ორი შვილი, ორი და ოთხი წლის მცირეწლოვანი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×