რეზონანსი
12.02.2020

დღეს, 12 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე დაიღუპა. ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და მაღალი სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს დაეჯახა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინცინდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.

ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ დაბა ბაკურიანშია დაკრძალული. ქუჩა კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×