რეზონანსი
12.02.2020

უმაღლესი სამღვდელოება მომავალ კვირას შეიკრიბება და განიხილავს "ინ ვიტრო" განაყოფიერება-დონაცია-სუროგაციის საკითხს. მიიღებენ თუ არა კურთხევას ეკლესიიდან წყვილები, რომლებიც შვილის ყოლას ხელოვნური განაყოფიერების გზით გადაწყვეტენ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაირკვევა.

სამღვდელოების კრებას რეპროდუქტოლოგებიც დაესწრებიან. აქამდე ტაბუირებული თემა სასულიერო პირებს სპეციალისტებთან ერთად არ განუხილავთ.

სასულიერო პირების აზრი ორად იყოფა - ნაწილი ხელოვნურ ჩარევას კატეგორიულად უარყოფს, ნაწილისთვის კი ნებისმიერი თანამედროვე სამედიცინო მიდგომა მისაღებია.

პატრიარქმა ბავშვის გაჩენის ხელოვნური მეთოდები პირველად 2013 წელს საშობაო ეპისტოლეში უარყო. მას შემდეგ თემა გარკვეული პერიოდი დაიხურა და დღეს ხელოვნური განაყოფიერების საკითხი ისევ დღის წესრიგში დგება.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×