რეზონანსი
12.02.2020

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, 12-13 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.

"12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×