(რეზონანსი) ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა) "2020NEWS"-თან საუბრისას განაცხადა, რომ ილია II უნდა გადადგეს და მოსაყდრე შიოს უფლება უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს :
„რჯულის კანონი დარღვეულია, პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო სინოდის სხდომებს უნდა ატარებდეს და მომავალი პატრიარქის არჩევას უნდა ხელმძღვანელობდეს. პატრიარქმა შიო მოსაყდრედ დაასახელა, ამიტომ ილია II უნდა გადადგეს და მოსაყდრე შიოს უფლება უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.
დღეს კათოლიკს-პატრიარქი თავისი ბინძური გარემოცვის მეშვეობით, ეკლესიას უკანონოდ, უსამართლოდ და ერთპიროვნულად მართავს, რაც კანონდარღვევაა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გამოსასწორებელია", - ამბობს მეუფე პეტრე.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.
სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.
პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.