რეზონანსი
11.02.2020

161 საჯაროს სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს H1N1 ვირუსი დაუდგინა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა უამბო.

მისი თქმით, სკოლაში პარასკევის ჩათვლით კარანტინი გამოცხადდა.

„პრაიმტაიმი" სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. მიშა მინდაძის თქმით, ღორის გრიპის შემთხვევა მათ სკოლაში ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა კარანტინის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

„მოსწავლე, რომელსაც H1N1 ვირუსის დაუდგინდა სახლში იმყოფებოდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას კარანტინის შესახებ არ ვადასტურებ, სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სასწავლო პროცესი გრძელდება." - განაცხადა მიშა მინდაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×