რეზონანსი
11.02.2020

გიგი უგულავა, რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმარია - ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ სვლით დასავლეთს უთხრა, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ.

„რა თქმა უნდა, გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ უგულავა არა მარტო ქართული პოლიტიკური ვითარებისთვის მიუღებელი პოლიტპატიმარია, არამედ მისი დაკავება სილა არის, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს. მაშინ, როდესაც მათ ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ძალიან სერიოზულად ირღვევა, მაშინ როდესაც თითქოს ამ მიმართულების მოსაგვარებლად ჩასული იყო იქ პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ ასეთი ფორმით, როდესაც პროკურორი არის მოსამართლე და ასამართლებს ერთი და იმავე საქმისთვის პოლიტიკოსს და მაშინ, როდესაც აქ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დასპონსორებული ჩვენი დასავლელი მეგობრების მიერ, მაშინ ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისკენ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მათი აზრი" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×