რეზონანსი
11.02.2020

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა საკუთარი სახლის სარდაფში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

თოკზე ჩამოკიდებული ცხედარი სახლის სარდაფში გარდაცვლილის შვილებმა აღმოაჩინეს.

სასულიერო პირი წლების განმავლობაში სოფელ აგია ტრიადაში მოღვაწეობდა და აქტიურად იყო ჩართული სოფლის ტაძრის აღდგენის საქმეში.

70 წლის მღვდელმსახურს ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე, შემდეგ კი სალონიკში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში გადაასვენეს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×