რეზონანსი
11.02.2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში 24 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეუღლესთან დაშორების გამო, მამაკაცი დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. მან თვითმკვლელობა ნასვამ მდგომარეობაში სცადა და დაზიანებები სახის არეში მიიყენა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახლგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×