
მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ უარყო ინფორმაცია, თითქოს ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან მიდის, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ მომხდარის დეტალები დააზუსტა, რომ ვაშაძე-სააკაშვილის სატელეფონო საუბრისას ადგილი ჰქონდა დედის გინებასაც კი:
"ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან წავიდა-თქო! კითხვა დავსვი – პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს-თქო? ვაშაძემ სისულელე უწოდა ამ ფაქტს და დასძინა - არსად მივდივარ, როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მიშას კონფლიქტი და თან ეს ვინმემ იცისო?! – ჩავზუსტდები, კონფლიქტი არა, დედის გინება იყო ტელეფონით! ჰო, ცოტა მეტი ვიცი კიდევ.
“სულელებმა”მიშას წუხანდელ ინტერვიუს ყურადღებით მოუსმინეთ ხელახლა, მათ შორის ვაშაძის ნაწილში! შევხვდებით თვის ბოლოს, ამავე კედელზე, ამავე საკითხით!” - წერს ელისო კილაძე.
მარშალპრესი