რეზონანსი
10.02.2020

(რეზონანსი) პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე ესაუბრა:

„პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მლნ მოიპარა. რა კომენტარი უნდა გავაკეთო - პოლიტიკური ფიგურაა თუ აპოლიტიკური, არ აქვს მნიშვნელობა. მე ბავშვები ვიცი, ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები. ძალიან ვწუხვარ, არ მომწონს ადამიანის დაჭერა, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულა არაფერს შუაშია", - აღნიშნა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×