რეზონანსი
10.02.2020

(რეზონანსი) ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც ხუთი თვის ორსული იყო.

არსებული ინფორმაციით, ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

პაციენტი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×