
(რეზონანსი) "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ნიჭიერი პოლიტიკოსი, მოქალაქე უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის.
"ჩვენ არ ვართ უნიჭო ხალხი. უნდა მოვახერხოთ, რომ ნიჭიერი, ნიჭით სავსე პოლიტიკოსები, მათ შორის, როგორიც მიხეილ სააკაშვილი არის, გამოყენებული იქნას სწორედ. "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, "კანონი და სამართალი" იქნება, დასავლური ვექტორის, ვინც გნებავთ იმ პარტიებიდან შეიკრას, გავაკეთოთ ისეთი სისტემა, სადაც მონოპოლიზირებული არ იქნება არავინ.
სად არის გადასაგდები, სააკაშვილის ტიპის და განათლების პოლიტიკოსი?! ეს არის დიდი სისულელე! სწორი ფორმა უნდა მოვნახოთ",-ამბობს თაკო ჩარკვიანი „ტვ პირველთან".
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის თბილისში შტაბს ხსნის.
"პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა".