რეზონანსი
10.02.2020

(რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილს შეიძლება უნდა მესის როლი ბარსელონაში, მაგრამ არც ქართული ოპოზიციაა ბარსელონა და არც სააკაშვილია მესი - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

„მე დავინახე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის კმაყოფილი თავისი როლით, ამ პოლიტიკურ პროცესებში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მას უნდა სრული დომინიანტის როლი, რომ დაბრუნების შემთხვევაში მის ხელში იყოს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება. ახლა ეს სიტუაცია არ არის. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება უნდა მესის როლი ბარსელონაში, მაგრამ არც ქართული ოპოზიციაა ბარსელონა და არც სააკაშვილია მესი" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ის პირადი შტაბის გახსნას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×