რეზონანსი
10.02.2020

მომღერალი, „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტი გიორგი ძოწენიძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

„გამარჯობა მეგობრებო,

მინდა ერთი მოკლე სამწუხარო ინფორმაცია მოგაწოდოთ. სტივი ვანდერის კონცერტი, რომელიც გადმომცა "ავერსმა", იყო ჩემთვის საოცნებო საჩუქარი. ჩემი ემოციაც ამაზე მეტყველებდა და წარმოსადგენადაც ადვილია, როცა ოცნება გისრულდება როგორი სიხარული გაქვს, მაგრამ დაუდევრობის, შეცდომის ან რა ვიცი რის გამო (მოტყუება მაინც არ მინდა ვთქვა), ეს კონცერტი დანიაში, როგორც ჩანს, არ არსებობს.

არის ვანდერისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც 4 დანიელი მუსიკოსი უკრავს და სტივი ვანდერს შეხებაც არ აქვს ამ კონცერტთან, ალბათ არც იცის, რომ ტარდება

ჰოდა, ამიტომ ვადებული ვარ ყველას გითხრათ სიმართლე, რადგან ვიცი ჩემთან ერთად თქვენც ძალიან გაგიხარდათ ჩემი ოცნების ასრულება. ამიტომაც ვალდებული ვარ და მინდა იცოდეთ ყველამ, რომ ასეთი კონცერტი არ არსებობს და სულ ტყუილად გვიხაროდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×