რეზონანსი
09.02.2020

არასრულლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

"დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ.", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ თანამზრახველებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში დააბრუნეს.

ბრალდებულები პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×