რეზონანსი
09.02.2020

ძლიერმა ქარმა გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან შენობას სახურავი ნაწილობრივ გადახადა. აღნიშნულ შენობაში თავდაპირველად სასტუმრო ,,ქართლი" იყო განთავსებული, შემდგომ კი, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.

,,საკმაოდ ძლიერი ქარი იყო და ამ მრავალსართულიანი შენობის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. დევნილები აქ აღარ ცხოვრობენ, ყველა ოჯახი დაკმაყოფილდა სახელმწიფოსგან კეთილმოწყობილი ფართით. ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო შენობის მიმდებარე ქუჩის საფეხმავლო ტროტუარის და საავტომობილო გზის გაწმენდა სახურავის დაზიანებული კონსტრუქციებისგან. შენობა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. მეპატრონეც იმყოფებოდა ადგილზე, მიეცა მითითება, რომ რაიმე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შეაკეთოს ან დაზიანებული სახურავის დემონტაჟი განახორციელოს", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ძლიერი ქარის გამო 112-ში ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

​მათივე ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×