რეზონანსი
08.02.2020

სამხრეთ აფრიკის პროვინცია ლიმპოპოს დაცულ ტერიტორიაზე ლომებმა 21 წლის გოგო დაგლიჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული აქ ცხოვრობდა და მუშაობდა.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის კოლონელ მოაშე ნოეპეს თქმით, სამაშველო სამსახურმა ქალი მრავლობითი ჭრილობებით ლომების ვოლიერის მიღმა იპოვეს. მისი განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და დამატებითი ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ აქვს.

სამხრეთ აფრიკაში, დაცული ტერიტორიების ფარგლებში 8 000-მდე ლომია მოთავსებული. მათ სპეციალისტები მეთვალყურეობენ და ბრაკონიერებისგან იცავენ. შედარებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ველურ ბუნებაში სულ 3 000-მდე ლომი აღირიცხება.

წყარო: "რეპორტ.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×