რეზონანსი
08.02.2020

ტაილანდში, ნახონ რატჩასიმაში ჯარისკაცის მიერ მოკლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ტაილანდელმა ჯარისკაცმა ჯაკრაფანჰ ტჰომმა თავდაპირველად სამხედო მეთაური მოკლა და სამხედრო ბანაკიდან იარაღი გაიტაცა. მოგვიანებით ის ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა.

ეჭვმიტანილი პარალელურად თავდასხმის ფოტოებს „ფეისბუქზე" ტვირთავდა, ვიდრე მისი გვერდი არ გააუქმეს. ვიდეო მასალაში, რომელსაც სხვადასხვა მედია აჩვენებს, ჩანს რომ სავაჭრო ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლია. სავარაუდოდ ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოწივია. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და შენობიდან სროლის ხმა ისმის.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×