რეზონანსი
08.02.2020

სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად გავრცელდა გაფრთხილება, რომ კორონავირუსს ბანანში ვირუსის გასავრცელებლად სპეციალურად უშვებენ და ამიტომ ბანანს უნდა მოვერიდოთ.

მედიკოსების ინფორმაციით, ზემოთქმული სიმართლეს არ შეესაბამება, ამ მოსაზხრების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და მსგავსი სიახლე არც ერთ სანდო წყაროს არ გაუვრცელებია.

ცნიბილია, რომ კორონავირუსი გავრცელდა ცოცხალი ორგანიზმებიდან - ცხოველებიდან. შემდგომში უკვე ის ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება.

კორონავირუსი ბანანის ჭამით არ გადადის.

აღსანიშნავია, მსგავსი დეზინფორმაცია გასულ წელსაც ვრცელდებოდა, როდესაც ღორის გრიპის გავრცელებას ასევე დაინფიცირებულ ბანანს მიაწერდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×