რეზონანსი
08.02.2020

ფოთში, უკვე ერთ კვირაზე მეტია, 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა და ის 31 იანვარს მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან დილით გავიდა, თუმცა მისი კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში მდინარე რიონზე არსებულ ხიდთან მიტოვებული იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები მდ.რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველთა ჯგუფები. შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სსკ-115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×