რეზონანსი
08.02.2020

კორონავირუსით ინფიცირებულ ამერიკელთა შორის დაღუპვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა ჩინეთში, ქალაქ უხანში. ამის შესახებ წერს NEW YORK TIMES-ი.

ჩინეთში არსებული ამერიკის საელჩოს განცხადებით, გარდაცვლილი პიროვნება 60 წლის იყო, რომელსაც დაავადების მძიმე სტადია ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ვირუსის შედეგად მხოლოდ პარასკევს 86 ადამიანია გარდაცვლილი , საერთო ჯამში კი 34 546 მათგანია ინფიცირებული და 722 დაღუპული.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 27 ქვეყანაში 320 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ჩინეთისა და ფილიპინების გარდა, არც ერთ სახელმწიფოში არ გარდაცვლილან დაინფიცირებული პაციენტები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×