რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ორი ჩინელი მამაკაციდან, რომლებიც გუშინ ინფექციურში შეიყვანეს, კორონა ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ პაციენტებს მდგომარეობა არ გაუუარესდათ ისინი ხვალვე დატოვებენ საავადმყოფოს. მისი თქმით მათ აქვთ ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება.

„გუშინ, ღამის საათებში შემოყვანილ იქნა ორი ჩინელი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი. მათგან ერთი საქართველოში ჩამოვიდა 4 თებერვალს, მეორე 29 იანვარს, ისინი, რამდენადაც მე მაქვს ცნობა, მუშაობენ ახმეტაში და აუწიათ ტემპერატურა გუშინ და წამოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. მათ დაუმთავრდათ ყველა გამოკვლევა. მათ არ აქვთ პნევმონია, რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არ აქვთ გრიპის ვირუსი, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის გამოკვლევით და კატეგორიულად გამოირიცხა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. მათ აქვთ ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება, არა კორონავირუსით და არა გრიპის ვირუსით გამოწვეული.ორივე მათგანი რჩება ჩვენთან. ხვალამდე დავაკვირდებით, თუ რაიმე სიმპტომები არ გამოჩნდა, მდგომარეობა არ გაუარესდება, და არ გაუარესდება, რადგან ლაბორატორიულად მათ არაფერი არ აქვთ, ხვალ ორივე გაეწერებიან",- განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×