რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) ახალციხის სოფელ აწყურში ორმა მოზარდმა ადგილობრივის მაღაზია გაძარცვა.

შემთხვევის შედეგად სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო ობიექტის მეპატრონემ, რომელმაც მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

"როგორც ვიცით, ეს ბავშვები თბილისელები არიან, აწყურში სტუმრად არ ყოფილან. დილის ექვს საათზე გზაზე გაუვლიათ და მაღაზია რომ დაუნახავთ, შესულან. მეპატრონეს იქვე ოთახი აქვს, სადაც იძინებს. ნიღბებით ყოფილან, მეპატრონეს ერთი დაუჭერია, მაგრამ მეორეს სასწორი ჩაურტყამს თავში. გადარჩა, რომ რამე სერიოზული არ მოხდა. მხოლოდ რამდენიმე სიგარეტის წაღება შეძლეს. აქ ვიდეოთვალი ან კამერები არსადაა დამონტაჟებული, რომ ამის მიხედვით მიეგნოთ", - ამბობენ ადგილობრივები.

მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ორი პირი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის ორი ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ძარცვას გულისხმობს.

Digest.pia

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×