
აიოვას შტატში დემოკრატებმა შიდაპარტიული კენჭისყრის, ე.წ. კოკუსის, წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც მოულოდნელად ღიად გეი, 38 წლის პოლიტიკოსი პიტ ბუტიჯიჯი ლიდერობს, რომელმაც გაუსწრო ისეთ გამოცდილ კოლეგებს, როგორებიცაა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ძალიან პოპულარული, მემარცხენე სენატორი ბერნი სანდერსი.
ჯერ აიოვაში დიდი გაწამაწიაა, რადგან სანდერსსა და ბუტიჯიჯს შორის სხვაობა მინიმალურია და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ფაქტია, რომ დემოკრატების ლიდერმა ბაიდენმა, მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, ასევე ძალიან პოპულარულმა ქალმა კანდიდატმა, ელიზაბეთ უორენმა კი მესამე. კიდევ ერთი, ასევე პოპულარული ქალბატონი, ამი კლობუშარი მეხუთეზე გავიდა.
ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ მართალია საერთო რაოდენობით, 26,6%-ით, სანდერსი ლიდერობს, მაგრამ აიოვას კოკუსების სისტემის თავისებურებების წყალობით გამარჯვებულად ბუტიჯიჯი გამოცხადდა, რომელმაც 25% აიღ.
შედეგების გამოცხადებიდან ბუტიჯიჯმა მხარდამჭერებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ხმების დათვლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ ტომას პერესმა მოუწოდა, რომ შედეგები დაუყონებლივ გადაემოწმებინათ.
მართალია აიოვა პატარა შტატშია, მაგრამ აქ კოკუსების შედეგებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქრონოლოგიურად პირველად ტარდება და დიდწილად განსაზღვრავს ამა თუ იმ პარტიის მომავალ ნომინანტს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი.
ის კანდიდატები, რომლებიც აიოვას კოკუსებში დავალ შედეგს აჩვენებენ, ჩვეულებრივ, ტოვებენ-ხოლმე საპრეზიდენტო რბოლას, ხოლო გამარჯვებული ძალიან დიდ ფორას იძენს მეტოქეების წინააღმდეგ. გამომდინარე აქედად, შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის არჩევნებზე ბუტიჯიჯს დიდი შანსები აქვს, რომ დემოკრატიულმა პარტიამ თავის კანდიდატად დაასახელოს. ისევე როგორც ბერნი სანდერსს. აი, ბაიდენისთვის კი აიოვას შედეგი ნამდვილი კატასტროფა იყო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ აიოვას რესპუბლიკელების კოკუსებში ტრამპმა 97%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა.
პიტ ბუტიჯიჯის წინაპრები მალტადან არიან, ის ინდიანას შტატის ქალაქ საუთ ბენდში დაიბადა და რამდენიმე წელი ამ ქალაქის მერი იყო. 33 წლის ასაკში ბუტიჯიჯმა ე.წ. ქამინგ აუთი გააკეთა, ანუ საჯაროდ განაცხადა, რომ გეია.