რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) გორთან ახლოს, ცენტრალურ ავტობანზე ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველის განაცხადებით, ტრაილერს რკინის კონსტრუქციების დიდი მასა ედო, რაც ტვირთმზიდის დაშვებულ ნორმას აღემატებოდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×