რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) რას ერჩიან შოთაძეს? - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მმართველი გუნდის ყველა გადაწყვეტილებას კრიტიკით ხვდება და არც ესაა გამონაკლისი.

„მსგავს განცხადებებს ჩვენ ვისმენთ ნებისმიერ შემთხვევაში. ყველა გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღება, ოპოზიცია ყოველთვის კრიტიკულია, ყოველთვის რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი შეარჩია, მათ შორისაა ირაკლი შოთაძე. ამ ოთხი კანდიდატიდან კი საბჭო ერთს შეარჩევს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×