რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) დუშეთის რაიონის, სოფელ გრემის ხევში მგელმა 57 წლის ქალი, ცისანა ხუბაშვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაგლიჯა.

ქალს დაზიანებები სახის, ხელის და ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქალს ყველაზე მძიმე დაზიანებები სახის და მარცხენა კიდურის არეში აღენიშნება.

„დაგლეჯილი აქვს სახე, ორივე კიდური და ზურგი. ყველაზე მძიმე დაზიანებები იყო სახის და მარცხენა ზედა კიდურის არეში. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება", - აცხადება სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ფერაძე.

მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×