რეზონანსი
07.02.2020

კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" გათავისუფლებული თანამშრომლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.  80-მდე ადამიანი, დედოფლისწყაროში ერთ-ერთ ნავთობბაზასთან შეიკრიბა.

ისინი 11 თვის სახელფასო დავალიანებას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოღებული ნავთობის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა მოსახლეობას მოთხოვნებზე პასუხი არ მიუღია. წარმომადგნელებმა არც მედიასთან გააკეთეს კომენტარი. დღესვე, ნავთობაზასთან საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×