რეზონანსი
07.02.2020

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთში იმყოფება, დახმარებას ითხოვს. ისინი ქალაქ იანგჯოუში არიან და ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, ქართველებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს უკვე მიმართეს და საჰაერო ფრენების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

კალანდიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებთან საელჩო მუდმივ კონტაქტზეა. 

„ჩემი ინფორმაციით, მათ მიმართეს საკონსულოს ცხელ ხაზს და კონსულმა მათ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ფრენების შესახებ. მოგეხსენებათ, ფრენები ჩინეთის მიმართულებით თითქმის შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს. საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური დახმარება გაუწიოს“, – აცხადებს არჩილ კალანდია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია, ჯამში კი ვირუსის 31 161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×