რეზონანსი
06.02.2020

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, თამთა თოდაძემ და მისმა წარმომადგენლებმა გვერდის - ,,ამხილე კუბლაშვილი", შექმნა გადაწყვიტეს.

ამის შესახებ კუბლაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ აღნიშნული ფაქტი მისი გაჩუმებისა და დისკრედიტაციის მცდელობაა.

„ვადასტურებ, რომ ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია მორიგი მცდელობისა, რომ გავჩუმდე და მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია. სისტემატიურად შედის საჩივრები, რომ მეშინოდეს სიტყვა ვთქვა, ეს საქმე ისეთია და საქმის მასალები ვერაფერს გვეუბნება დადებითს, რომ ვისაუბრო თოდაძეზე, როგორც დამაჯერებელ მოწმეზე. დღეს შევიტყვე, რომ თოდაძემ და მისმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს გვერდის შექმნა ,,ამხილე კუბლაშვილი", ინფორმაცია კვლავ მათი ახლობელი ადამიანისგან მივიღე. დარწმუნებული ვარ არ მოერიდებათ უარყოფაც, რა გასაკვირია",- აცხადებს კუბლაშვილი.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×