რეზონანსი
06.02.2020

ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ექიმმა ადგილობრივი სოციალური ქსელების საშუალებით გააფრთხილა კოლეგები მოსალოდნელი ვირუსის შესახებ, რის შემდეგაც ის პოლიციაში დაიბარეს, ინტერნეტით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს და გაფრთხილება მისცეს.

ლი ვენლიანი კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს. ერთ-ერთი ვერსიით, მას ვირუსი პაციენტისგან გადაედო. პირველ თებერვალს დადასტურდა, რომ ექიმს კორონავირუსი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×