რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) კორონავირუსის ფართო გავრცელების ფონზე კრემლი ამკაცრებს იმ ადამიანთა კონტროლს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიერ გამართულ შეხვედრებს დაესწრებიან.

პრევენციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებს სიცხეს გაუზომავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტ ანტონ ჟელნოვზე დაყრდნობით, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

კორონავირუსის გამო მომატებული საფრთხის ფონზე აღნიშნულ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს ინფორმაციას. მისი თქმით, საჯარო ღონისძიების ყველა მონაწილე მოწმდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასობით იზრდება და 29 000- ს შეადგენს. გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე აღემატება 560-ს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×